Saturday, December 22, 2018

სომალიში ტერორისტულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა სომალის დედაქალაქში ავტომობილის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი წერს
გამოცემის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დედაქალაქ მოგადიშოს ცენტრალურ ნაწილში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს აიფეთქა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბააბმა აიღო. 
ალ-შაბააბი  მოგადიშოში ტერორისტულ აქტებს ხშირად აწყობს. ექსტრემისტები ცენტრალურ ხელისუფლებას და რეგიონში გაეროს მისიას ეწინააღმდეგებიან.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment