Wednesday, December 19, 2018

ვაკეში გასროლის გამო ორ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა

საქალაქო სასამართლომ ვაკეში სროლის დროს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ირაკლი რამიშვილს ორდღიანი პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველები მას 166-ე და 173 მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაკავებულის განმარტებით, მას მხოლოდ დანა ჰქონდა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. სასჯელის მოხდა დაკავების დღიდან დაიწყება.
ირაკლი რამიშვილის მსგავსად, ზურაბ რაზმაძესაც პატიმრობა შეეფარდა, მაგრამ 4 დღით.ზურაბ რაძმაძე
რაც შეეხება იგივე საქმეზე დაკავებულ დავით კაჭარავას, რომელიც მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარია და მასთან ერთად სხვა ინციდენტებში ფიგურირებდა, მისივე მოთხოვნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსება ფეხის ტკივილის გამო მოითხოვა. მას ეს დაზიანება სხვა შემთხვევის დროს აქვს მიღებული.
ამ სამი პირის დაკავების მიზეზი ჭავჭავაძის 16-ში მომხდარი კონფლიქტი გახდა, რა დროსაც კაჭარავამ გაისროლა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ,  ზურა რაზმაძე და ირაკლი რამიშვილი. სავარაუდოდ მათ შორის კონფლიქტი რესტორანში დაწყებულ შელაპარაკებას მოჰყვა.
მომხდარის თვითმხილველები ყვებიან რომ გვიან ღამით გასროლის ხმა დაახლოებით ათჯერ გაიგეს, რამდენიმე წუთში ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი მივიდა და ინციდენტის ყველა მონაწილე დააკავა.  
imedinews.ge

No comments:

Post a Comment