შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საფრანგეთის მეკავშირე ოფიცერსა და საკონსულო ატაშეს უმასპინძლა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები, ასევე, უკანონო მიგრაციის პრევენციის და მასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს.
საფრანგეთის მეკავშირე ოფიცერმა და საკონსულო ატაშემ დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი.
სტუმრებმა შეხვედრაზე ინფორმაცია მიიღეს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების დროებითი განთავსების ცენტრში არსებული პირობებისა და იქ დანერგილი უსაფრთხოების სტანდარტების თაობაზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment