Tuesday, January 28, 2014

10 რჩევა შაოლინის ბერისგან – როგორ უნდა შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა

რას ვუსურვებთ საყვარელ ადამიანებს პირველ ყოვლისა? რა მიგვაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად? ალბათ უკვე მიხვდით ამ კითხვებზე პასუხს – ეს ჯანმრთელობაა.
მაგრამ რამდენად ბევრი ადამიანები აკეთებს, სულ მცირედს მაინც საკუთარი ჯანმრთელობისთვის? თუ გადაწყვიტეთ, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოთ, ახლა ყველაზე შესაფერისი დროა მოქმედებისთვის.
გთავაზობთ საბრძოლო ხელოვნების ოსტატის და შაოლინის ბერის, შიფუ იან ლეის 10 რჩევას. რჩევები გამოადგებათ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ იყვნენ ჯანმრთელნი და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ახალგაზრდობა.
1. არ იფიქროთ ზედმეტად დიდხანს – ფიქრი ენერგიას გართმევთ და გაბერებთ.
2. არ ილაპარაკოთ ზედმეტად ბევრი – ადამიანები ან აკეთებენ, ან ლაპარაკობენ. სჯობს იყოთ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც მოქმედებს.
3. გაყავით სამუშაო 40 წუთიან ინტერვალებად და მათ შორის ყოველი 10 წუთის განმავლობაში დაისვენეთ - ერთსა და იმავეზე გრძელვადიანი კონცენტრაცია, ვნებს თქვენს თავლებსა და შინაგან ორგანოებს.
4. როდესაც ბედნიერი ხართ, აუცილებლად აკონტროლეთ თქვენი გრძნობები – საკუთარ გრძნობებზე კონტროლის დაკარგვა, ვნებს თქვენს ლუნგის ენერგიას (პრანა – იგივე ლუნგი. ითარგმნება, როგორც ქარი. ტიბეტში ქარის ენერგიას, ან სიცოცხლის ქარს ნიშნავს)
5. არ განიცადოთ და არ გაბრაზდეთ ზედმეტად ხშირად – ეს ვნებს თქვენს ღვიძლს და ნაწლავებს.
6. არ ჭამოთ ზედმეტად ბევრი – ყოველთვის გქონდეთ შიმშილის ოდნავი შეგრძნება. ნაყროვანება თქვენს ელენთას და სხვა ორგანოებს ვნებს
7. არ იჩქაროთ არცერთ საკითხში – გახსოვდეთ გამონათქვამი: „ჩუმად მიდიხარ – შორს წახვალ“
8. თუ მხოლოდ ფიზიკურად იტვირთებით და არ უთმობთ დროს მოდუნებას და გაჭიმვებს, გამაღიზიანებელი გახდებით და ბევრ ენერგიას დაკარგავთ – დაკარგავთ ინის ენერგიას და დაარღვევთ  ინის და იანის ბალანსს.
9. ამასთან ნუ დაკავდებით მხოლოდ მოდუნებით – დაკავდით სპორტიტაც – თუ ყურადღებას მხოლოდ მედიტაციას დაუთმობთ, დაკარგავთ იანის ენერგიას.
10. კუნგ-ფუ ენერგიის ყველა სახეობით აგავსებთ – ვარჯიშის მიზანი უნდა იყოს თქვენს ინსა და იანს შორის ბალანსის მოძებნა. რამდენ საათს მოანდომებთ ამას, წინასწარ ვერ განისაზღვრება. მთავარია იპოვოთ ის, რაც თქვენს სხეულს სჭრდება.
ამ რჩევათაგან ზოგიერთის ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრება რთულია. ყოველ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში. ჩვენთან კუნგ-ფუ მხოლოდ საბრძოლო ხელოვნებად ითვლება და ლუნგის ენერგიაზე 1000-დან მხოლოდ ერთს თუ სმენია.
მიუხედავად ამისა, შაოლინის ბერის რჩევები აქტუალურია და თუ გსურთ, რომ იყოთ ჯანმრთელნი და ენერგიით აღსავსე, არ დაიზაროთ მათი შესრულება.
  lollipop.ge

No comments:

Post a Comment