Saturday, January 4, 2014

როგორ გავუფრთხილდეთ ტვინს?!


ტვინი ადამიანის კომპიუტერია, მისი დახმარებით ადამიანი ახერხებს ქმედებას. ჩვენ ყველას გვაქვს ცუდი ჩვევები რითაც ზიანს ვაყენებთ ამ ერთობ ჩვენთვის საჭირო ორგანოს. გაეცანით ამ ცუდ ჩვევებს და შეეცადეთ, რომ გაითვალისწინოთ. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობასა და ტვინს.

  1. 1საუზმის გარეშე ყოფნა
    ადამიანები რომლებიც არ საუზმობენ და ისე გადიან სახლიდან მათ ექნებათ სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა. ამას მოყვება ტვინის საკვებით ნაკლები მომარაგება რაც იწვევს ტვინის დეგენერციას.
  2. 2ზომაზე მეტი ჭამა.
    ეს იწვევს ტვინის არტერიების გაფართოებას, რაც ხელს უწყობს მენტალური ძალის დაქვეითებას.
  3. 3ნიკოტინი 
    იწვევს ტვინის მრავლობით შეკუმშვას და შეიძლება გამოიწვიოს ალცჰეიმერის დაავადება.
  4. 4დიდი რაოდინებით შაქრის მიღება
    ამაზე კომენტარიც ზედმეტია. დიდი რაოდენობით შაქრის მიღება ხელს უშლის ტვინის სწორ ფორმირებასა და ჩამოყალიბებას.
  5. 5დაბინძურებული ჰაერი
    ადამიანის ტვინი არის ჰაერის უმსხვილესი მომხმარებელი. დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა ხელს უშლის ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. ეს კი ხელს უწყობს ტვინის ქმედითუნარიანობის შემცირებას. ნათელი მაგალითისათვის აიღეთ პატარა ოთახი სადაც ბევრი ადამიანი იმყოფება და თუ ეს ოთახი არ ნიავდება, უჰაერობის გამო ყველა მოთენთილია და ეძინება.
  6. 6ძილის არევა 
    თუ ადამიანს არ ძინავს ხალნგრძლივი დროის მანძილზე მისი ტვინის უჯრედები იწყებენ სიკვდილს.
  7. 7თავზე გადაფარებული ძილი
    ეს არის ძალიან ცუდი ჩვევა, ასე ძილის შემთხვევაში ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დამაზიანებელი ეფექტები.
  8. 8დატვირთვა ავადმყოფობისას.
    არ ამუშავოთ ტვინი ავადმყოფობისას. გარდა იმისა, რომ ტვინის ფუნქციონირება შემცირებულია ამ დროს შეიძლება ამან შემდგომი დაზიანებაც გამოიწვიოს.
  9. 9ტვინის არ დატვირთვა
    ტვინიც როგორც სხეულის სხვა კუნთი იმისათვის, რომ იყოს ჯანმრთელი საჭიროა მისი ვარჯიში და დატვირთვა. ფიქრი და სწავლა არის საუკეთესო ხერხი ტვინის გასავარჯიშებლად. ნუ გააზარმაცებთ ტვინს.
  10. 10იშვიათი საუბარი
    მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკი არ არის კარგი არც დუმილია გამოსავალი. ისაუბრეთ აზრიან და ინტელქტიუალურ თემებზე საინტერესო ადამიანებთან და იაზროვნეთ. ეს დაგეხმარებათ აზროვნების განვითარებაში და ტვინის დაკავებული იქნება.
  11. 11ალკოჰოლური სასმელი, სიამოვნების მომნიჭებელი ქიმიური ნივთიერებები და ბიოლოგიური მცენარეები
    ისეთები როგორიცაა კოკაინი, ყაყაჩოსაგან დამზადებული ნივთიერებები, მარიხუანა და ა.შ. საგრძნობლად აქვეითებს ტვინის მუშაობისუნარიანობას და კლავს უჯრედებს, თუმცა არის მითიც, რომ მარიხუანის წელიწადში ერთი-ორჯერ მოწევა პირიქით, იმუნიტეტსაც კი უმუშავებსო ადამიანს მაგრამ მითი მითად რჩება და ჩვენ ვეყრდნობით მედიცინას.
  12. rogor.ge 

No comments:

Post a Comment