"სამოქალაქო პრესა" გთავაზობთ სკანდალურ ვიდეომასალას, რომელშიც ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია, ირაკლი კოდუა,შსს-ს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები და მათი დაჯგუფების წევრები სპეცოპერაციას გეგმავენ. ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას და ირაკლი კოდუას მიმართავს: "ორი გვამი მჭირდება სასწრაფოდ... პრემია დიდია" კადრებში ასევე ჩანს საქართველოს ყოფილიპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი,უფლებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა. სავარაუდოდ, კადრები მუხროვანის საქმეს უკავშირდება, თუმცა უცნობია, აღნიშნულ ვიდეოში, რატომ ითხოვს შსს-ს ყოფილი მინისტრი ორი ადამიანის გვამს."სამოქალაქო პრესამ" აღნიშნული კადრების გამოძიება უკვე დაიწყო.
ვიდეო სოციალურ ქსელ Youtube-ზე რამდენიმე წუთის წინ აპოლონ ოსმანის სახელით აიტვირთა, თუმცა კადრების ავთენტურობა დადგენილი არ არის.
cp.ge
No comments:
Post a Comment