კიევში გრუშევსკის ქუჩაზე ლობანოვსკის სახელობის სტადიონთან ახალგაზრდებმა ნიღბებით და პლაკატებით შეუტიეს კორდონს, რომლითთაც გადაკეტილია პარლამენტის შენობასთან მისასვლელი. კლიჩკო ცდილობს დაამშვიდოს შეტევაზე გადასული ხალხი, თუმცა მას ყურადღებას არავინ აქცევს. დემონსტრანტები აწვებიან ავტობუსს და ცდილობენ მის გადაყირავებას და ერთვებიან ხელჩართულ ჩხუბში შინაგანი ჯარების ჯარისკაცებთან. შინაგანი ჯარების უკან მდგარი ბერკუტის მიმართულებით მომიტინგეები პიტარდებს ისვრიან. ძალოვანების ერთ-ერთი ავტობუსი მომიტინგეებმა ხელში ჩაიგდეს და ცარიელი ავტობუსის საშუალებით ცდილობენ გაარღვიონ შინაგანი ჯარების კორდონი. მათი მიმართულებით კი ძალოვნები ხმოვან-მანათობელ და მხრჩოლავ ბომბებს ისვრიან. მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ბრძოლის ველადაა ქცეული. ხელისუფლებას დარბევის მცდელობა ქუჩის ხელჩართულ ბრძოლად შეუტრიალდა.
infonet.ge/
კიევი პირდაპირ ეთერში!
No comments:
Post a Comment