საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელს სოფო ჯაჯანაშვილს თურქეთში თავს დაესხნენ.
ინციდენტი ვიზიტის დროს მოხდა და სოფო ჯაჯანაშვილს მოსაცდელში თავს უცნობი, ზურგჩანთიანი ქალბატონი დაესხა, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სავარაუდოდ, ქალბატონს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის საერთოდ არ იცნობდა ჯაჯანაშვილს.
თურქული მედია წერს, რომ ქალბატონი პრეზიდენტის სასახლეში თურქეთის პრეზიდენტისთვის დახმარების სათხოვნელად იყო მისული. სიტუაციის განმუხტვაში სამთავრობო დაცვის თანამშრომლები ჩაერივნენ, ქალბატონი Berat Düzgüner დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.
თურქული მედიის ცნობით, დაზარალებული პრესმდივანი ჩივილს არ აპირებს.
ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა თურქულმა მედიამ გაავრცელა.
No comments:
Post a Comment