Sunday, February 25, 2018

იანვარში საქართველოს მოქალაქეებმა საბანკო ბარათებით უცხოეთში 111,6 მლნ ლარი დახარჯეს


საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წლის იანვარში საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 111 687 000 ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 მლნ ლარზე მეტია. 
2017 წლის იანვარში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 99 573 000 ლარი შეადგინა. 

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, იანვარში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 26 661 000 ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოს ტერმინალებით, იმპრინტერით და ინტერნეტით 85 027 000 ლარის ოპერაციაა შესრულებული.

რაც შეეხება 2017 წელს, საქართველოს მოქალაქეებმა შარშან საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 1, 334 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 
-0:10
წინა წელთან შედარებით 38,7%-ით მეტია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-დეკემბერში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 961, 7 მლნ ლარი შეადგინა.
bpn.ge

No comments:

Post a Comment