Monday, February 26, 2018

2017 წელს კიბერთავდასხმებმა მსოფლიოს 600 მილიარდი დოლარი აზარალა

ბოლო ერთ წელში კიბერთავდასხმებმა მსოფლიოს 600 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8%-ს წარმოადგენს. ამის შესახებ სფეროს სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ანგარიშში ვკითხულობთ.  
ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის მაჩვენებელი წინა წლების ნიშნულთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია, მაშინ როდესაც 2014 წელს კიბერშეტევების შედეგად მიყენებული ზარალი მსოფლიოში 445 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა. 
სფეროს სპეციალისტები ზრდის ტენდენციის მიზეზად ტექნოლოგიურ განვითარებას ასახელებენ და განმარტავენ, რომ კიბერკრიმინალების ძირითად თავშესაფარს ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, რუსეთი და ირანი წარმოადგენს. 
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment