Tuesday, February 20, 2018

ჩოგოვაძე: ვცდილობთ დავარწმუნოთ ახალი კომპანიები საქართველოსკენ პირდაპირი რეისები დანიშნონ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე თბილისში მიმდინარე საერთაშორისო საავიაციო ფორუმ #CONNECT2018-ს ესწრება. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ფორუმის მნიშვნელობის შეფასებისას, ჩოგოვაძემ თქვა, რომ "ადამიანის დარწმუნება, რომ საქართველოში ტურისტულად იმოგზაუროს იმ ქვეყნებიდან და ქალაქებიდან, სადაც პირდაპირი ფრენები სრულდება, ბევრად ადვილია."
“საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების კუთხით და კიდევ უფრო გვახარებს ის კონფერენციები, რომლებიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, CONNECT, სადაც მრავალი ავიაკომპანია არის წარმოდგენილი. ჩვენ, როგორც ქვეყანას გვეძლევა შესაძლებლობა დავარწმუნოთ ისინი, რომ ახალი რეისები დაინიშნოს საქართველოს მიმართულებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები პირდაპირ არიან მიბმული ავიაკომპანიების სიხშირეებთან და ახალ რეისებთან, ამიტომ ეს გვაახლოებს სხვადასხვა ადამიანთან და შესაბამისად, დარწმუნება ადამიანის, რომ საქართველოში ტურისტულად იმოგზაუროს იმ ქვეყნებიდან და ქალაქებიდან, სადაც პირდაპირი ფრენები სრულდება, ბევრად ადვილია“, - განაცხადა ჩოგოვაძემ
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment