მოსკოვში "ნემცოვის მარში" გაიმართა. "პუტინი ქურდია" და "ეს ჩვენი ქვეყანაა", - მსვლელობისას დემონსტრანტები ამ შინაარსის შეძახილებს სკანდირებდნენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
დემონსტრაციის განმავლობაში, მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეზღუდული იყო. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის წინ მდებარე ხიდზე მოკლეს. მას ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ჩეჩენი დააკავეს.
მოსკოვის სამხედრო სასამართლოზე, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ბორის ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ოფიცერი ზაურ დადაევი და მასთან ერთად კიდევ 4 ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ბრალდებულებმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ თვლიან. რაც შეეხება ბრალდებულების პირველ ჩვენებას, რომელშიც ისინი მკვლელობას აღიარებენ, აცხადებენ, რომ ეს ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს წინ მოედანს ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment