Monday, February 19, 2018

ევროპის ღია ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქრო მოიპოვა

ავსტრიის ქალაქ ობერვარტში გამართული ევროპის ღია ტურნირი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩემპიონები ონისე სანებლიძე და ონისე ბუღაძე გახდნენ. ვერცხლის მედალი გიორგი ქავთარაძემ მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი კი დავით ოზბეთელაშვილს ერგო.
ევროპის ღია ტურნირში 42 ქვეყანა მონაწილეობდა და საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა და თითქმის ყველა წონაში მთავარმა მწვრთნელმა ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment