Monday, February 26, 2018

ავიაციის სააგენტომ ქართულ კომპანია Myway Airlines-ს ფრენის ნებართვა მისცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „Myway Airlines“-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცა.
ავიაკომპანიას 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის სამგზავრო კომერციული ექსპლუატაციის უფლება მიეცა. ამ ეტაპზე "Myway Way Airlines"-ის საკუთრებაში აქვს 2007 წელს გამოშვებული ორი Boeing B 737-8AL. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილი საქართველოა და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.
გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რომელიც ავიაკომპანიას 23 თებერვალს მიენიჭა, ადასტურებს "Myway Way Airlines"-ის ფინანსურ საიმედოობას, არსებული და მის მიერ პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ავიაგადამზიდველი აგრეთვე აკმაყოფილებს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესით" გათვალისწინებულ მოთხოვნებს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირების მიმართ.
სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული საავიაციო მიმოსვლის დაწყებას ავიაკომპანია მაისის ბოლოდან გეგმავს. MyWay Airlines-ი თბილისში საავიაციო ფორუმშიც მონაწილეობდა. სწორედ ფორუმის დროს გახდა, ცნობილი, რომ კომპანია საწყის ეტაპზე რეისებს ხუთ ქვეყანაში შეასრულებს.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment