Friday, February 23, 2018

აბიტურიენტები უნარებში მომზადებას NAEC-ისა და ილიაუნის უფასო პროექტით შეძლებენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომელიც აბიტურიენტებს უნარების გამოცდის ჩაბარებას გაუმარტივებს. ინფორმაციას ON.GE ავრცელებს.
ცენტრის ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდზე ყოველკვირეულად გამოქვეყნდება ვიდეოები, რომლებშიც ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე, აბიტურიენტებს რჩევებსა და რეკომენდაციებს მისცემს.
რუბრიკა შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტებს, ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ ტესტის შემქმნელებისაგან მიიღონ. პროექტის ფარგლებში განხილული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალებები და ტესტზე მუშაობის პრინციპები.
სანდოთანამგზავრი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მხარდამჭერი ინიციატივაა, რომელიც წელს სამ მიმართულებას ითვალისწინებს:
რუბრიკა "ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად";
ზოგადი უნარების გამოცდის რეპეტიციაში სრულიად უფასოდ მონაწილეობის შესაძლებლობა აბიტურიენტებისათვის;
გამოსაშვები გამოცდების რეპეტიცია ნებისმიერი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან საგამოცდოს იდენტური სისტემითა და ალგორითმით მე-11 და მე-12 კლასელებისათვის.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment