Wednesday, May 16, 2018

ფეხბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფორმატი 2021 წლიდან შეიცვლება

ფეხბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფორმატი 2021 წლიდან შეიცვლება.
ტურნირში 24 გუნდი ითამაშებს, რომელიც რვა სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება და მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები გავლენ.
პირველ გათამაშებას ჩინეთი 10-დან 28 ივნისამდე უმასპინძლებს. ოცდაოთხი გუნდიდან, ევროპის თორმეტი და სამხრეთ ამერიკის ოთხი წარმომადგენელი იქნება.
2-2 კლუბი ეყოლება აზიას და აფრიკას. კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა კი, ოკეანეთის ჩემპიონის და სამხრეთ ამერიკის მეხუთე გუნდს შორის ფლეი-ოფის შეხვედრაში გაირკვევა.
ახალი ფორმატის მქონე პირველ ტურნირში ევროპიდან გუნდები ტიტულების და ტრადიციების მიხედვით შეარჩიეს, მომდევნო წლებში კი მონაწილეთა ვინაობა ტრადიციულად, სპორტული პრინციპებით გაირკვევა.
უკვე ცნობილია, რომ 2021 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ევროპიდან "რეალი", "ბარსელონა", "ლივერპული", "მანჩესტერი", "იუვენტუსი", "მილანი", "ინტერი", "ბაიერნი", პსჟ და "აიაქსი" ითამაშებენ. დანარჩენ ორ გუნდს კი უახლოეს მომავალში დაასახელებენ. ახალი ფორმატის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ფიფა უახლოეს კონგრესზე ოფიციალურად დაამტკიცებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment