ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის დაჭრაში ბრალდებულ მურმან ყოლბაიას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურა სასამართლოსგან ბრალდებულისთვის სასჯელის მკაცრ ზომას, ხოლო დაცვის მხარე მსუბუქ სასჯელს ითხოვდა.
ადვოკატმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა და ინანიებდა, თუმცა ეს გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა.
„ის უკვე შეურიგდა მეუღლეს, რომელიც, ასევე, მსუბუქ სასჯელს ითხოვს. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ. იყავით დარწმუნებული, რომ ის დანაშაულს აღარ ჩაიდენს“, - აღნიშნა პროცესზე ადვოკატმა გვანცა შელიამ.
მხარეებს პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ბრალდებულმა მურმან ყოლბაიამ საკუთარი ცოლი ბასრი იარაღით რამდენიმე თვის წინ დაჭრა. დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტლაში გულ-მკერდის არეში შემღწევი ჭრილობებით იყო მოთავსებული.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment