Tuesday, May 15, 2018

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული პოლიგონის დემონტაჟი დაიწყო

ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის პოლიგონის, პუნგერის დემონტაჟი დაიწყო, რომლის დახურვასაც მსოფლიოს ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეჰპირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ექსპერტები ავრცელებენ, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაზე დაკვირვებას თანამგზავრის ფოტოების საშუალებით ახერხებენ. 
ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოლიგონი 23-25 მაისს დაიხურება. ასეთი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის ყრილობაზე 12 მაისს მიიღეს. 
გეგმავენ, რომ მთლიანად დაილუქოს პოლიგონზე შესასვლელი ადგილები და მის ირგვლივ მდებარე ობიექტები. ტერიტორიიდან გაიყვანენ ყველა მეცნიერსა და დაცვის სამსახურის თანამშრომელს. ააფეთქებენ კვლევით ინსტიტუტებს და იარაღის გამოსაცდელ მღვიმეებსაც. 
ჩრდილოეთ კორეასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ურთიერთობები დრამატულად შეიცვალა. 12 ივნისს დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი სინგაპურში პირისპირ შეხვდებიან
მანამდე, 27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა დეკლარაციას მშვიდობაზე და კორეის ნახევარკუნძულის ერთობაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ წელს კორეის ომის დასრულებას გამოაცხადებენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment