Tuesday, May 15, 2018

საქართველოში ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შედეგები ცნობილია

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეროვნული ბანკის ორწლიანი ანგარიშის თანახმად, ლიცენზია ჩამოერთვა ერთ ბანკს, დაჯარიმდა ორი ბანკი. ანგარიშის თანახმად, ამ ორი წლის განმავლობაში გამოიწერა 3.9 მილიონი ლარის ჯარიმა. ამის შესახებ "ბანკები და ფინანსები" წერს.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ლიცენზია გაუუქმდა “კაპიტალ ბანკს”, 111 შემოწმებული სავალუტო ჯიხურიდან 70-ს რეგისტრაცია შეუჩერდა. ასევე საქმიანობის უფლება შეუჩერდა საგადასახადო მომსახურების 6 პროვაიდერსა და ფულადი გზავნილის განმახორციელებელ 1 კომპანიას.
ჯამში, 2016 წელს სექტორის მოთამაშეები 1.3 მილიონით დაჯარიმდნენ. 
2017 წელს ორი კომერციული ბანკი სებმა 1.9 მილიონით დააჯარიმა, თუმცა უცნობია რომელი ბანკები არიან ესენი. 712,750 ლარის სანქციები დაეკისრა არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს. 6 საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, 63 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს. ფულადი გზავნილის განმახორციელებელ 1 პირს კი რეგისტრაცია გაუუქმდა.
“ბანკები და ფინანსები” საბანკო საქმის ექსპერტი, ლია ელიავა განმარტავს, რომ როგორც ასეთი, საქართველოში ფულის გათეთრების ფაქტები გამოვლენილი არ არის. ამის მიზეზად ელიავა ბანკების დახურულ სისტემას ასახელებს. 
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი მეთოდოლოგიით საფინანსო ორგანიზაციების შემოწმება 2016 წელს დაიწყო. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment