Saturday, June 9, 2018

მირზა სუბელიანმა ადვოკატი გამოიძახა

მირზა სუბელიანის დაკიხვაზე ადვოკატი შევიდა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ადვოკატი ჟურნალისტებთან ვერ აკონკრეტებს, რა სახის საგამოძიებო ღონისძიება ტარდება ამჟამად სამინისტროში და ვერც იმას, დააკავეს თუ არა მირზა სუბელიანი.
მისი განცხადებით, ის სუბელიანთან მისი ოჯახის თხოვნით შედის.
მირზა სუბელიანი შსს-ში დღეს დაახლოებით სამი საათის წინ შევიდა. ეს მისი უკვე მესამე დაკითხვაა.
შეგახსენებთ,  ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. მისი სახელი დანაშაულიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
იმ დროს სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.
3 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment