ცხინვალიდან წითელი ჯვრის მიერ 7 ივნისს ჩამოყვანილი ასლან ჯიოევი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია. როგორც ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მოადგილე, მარინა გელანტია აცხადებს, ის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით მოთავსდა - კერძოდ, ქალა ტვინის ღია ტრამვა, გულ-მკერდის დაჟეჟილიბა, ტვინის დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევები, ქალა ფუძის და ქალა სარქვლის მოტეხილობა.
მას ჩაუტარდა ნეოროქირურგიული ოპერაცია და ამჟამად მკურნალობას რეანიმაციაში განაგრძობს. პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე.
კლინიკის ინფორმაციით, დაზიანებები პაციენტს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აქვს მიყენებული. მარინა გალანტიას თქმით, სამართალდამცველები ამ დრომდე არ იმყოფებიან საავადმყოფოს ტერიტორიაზე.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment