არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერის, ლიონელ მესის მიმართ მუქარის გამო, ისრაელისა და არგენტინის გუნდების ამხანაგური შეხვედრა გადაიდო. ინფორმაციას Cincinnati ავრცელებს.
მატჩი 9 ივნისს იერუსალიმში უნდა გამართულიყო, თუმცა პალესტინელთა პროტესტისა და მუქარის ფონზე არგენტინულმა მხარემ შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
მანამდე პალესტინის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელმა ჯიბრილ რაჯუბმა არგენტილელ ფორვარდს ურჩია შეხვედრაში მონაწილეობა არ მიეღო, ფეხბურთის ფანებს კი მოუწოდა მოედანზე მესის გამოსვლის შემთხვევაში მისი გამოსახულებიანი პლაკატები და მაისურები დაეწვათ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment