Wednesday, June 6, 2018

მეცნიერები მოსახლეობას ახალი სასიკვდილო ვირუსის, ძაღლის გრიპის შესახებ აფრთხილებენ


ჩინეთში მეცნიერებმა ძაღლებში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან ჰგავს H1N1 ვირუსს, - ღორის გრიპს. ამის შესახებ Independent-ი წერს. 
ვირუსი მუტაციას განიცდის. მეცნიერების განმარტებით, ეს ღორისა და ქათმის გრიპის შემდეგ, შესაძლოა მომდევნო ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსი აღმოჩნდეს, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შეიწირავს. 
ვირუსი ჯერჯერობით ძაღლების ორგანიზმში ვითარდება და როგორც მკვლევარები განმარტავენ, იძენს უნარს, გავრცელდეს ადამიანებზეც. 
მსოფლიში ბოლო, ყველაზე მასშტაბური ეპიდემია 2009 წელს, ღორის გრიპის სახით დაფიქსირდა, რომელმაც 245 000 ადამიანი იმსხვერპლა. ეს ვირუსი მაღალი ტემპერატურით, ინტოქსიკაციის ნიშნებით, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილითა და ხველით ვლინდებოდა. შედარებით იშვიათად, თან ერთოდა ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. 
მეცნიერები ზუსტად ვერ ასახელებენ, რა სიმპტომებით გამოვლინდება ახალი, ძაღლის გრიპი ადამიანზე გადასვლის შემთხვევაში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment