Friday, December 7, 2018

მსოფლიოში ავარიების გამო საშუალოდ 1,35 მილიონი ადამიანი იღუპება


ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 1,35 მილიონი ადამიანი იღუპება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაცია აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყოველ 24 წამში ავარიაში ერთი ადამიანი იღუპება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში მოყვანილი მონაცემებით, მსხვერპლთა საერთო რაოდენობის მეოთხედზე მეტი ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებზე მოდის. მსხვერპლთა შორის ყველაზე მეტი 5-დან 29-წლამდე პირები არიან.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment