Saturday, December 1, 2018

რომელი ქართველი დიზაინერი ჩააცმევს სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - "17 წლის ვიყავი, როდესაც მას პირველად შევუკერე კაბა..."

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი ყავს. საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად საფ­რან­გე­თის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლებ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი მი­ტინ­გებ­ზე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა...
მას ყო­ველ­თვის მი­იჩ­ნევ­დნენ, გე­მოვ­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სად და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც - მიდი კა­ბე­ბი და ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი, პი­ჯა­კე­ბი, მკვეთ­რი ფე­რე­ბი, მა­სი­უ­რი სა­ყუ­რე­ე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ზუ­რა­ბიშ­ვილს ყო­ველ­თვის გა­მო­არ­ჩევ­და სხვა პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბის­გან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მან მა­სი­ურ ბეჭ­დებ­სა და სა­ყუ­რე­ებ­ზე უარი თქვა და შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და შეხ­ვედ­რებ­ზე.AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და ვინ ზრუ­ნავს ქვეყ­ნის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ვად აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კუ­თარ სტილ­ზე თა­ვად ზრუ­ნავს და ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი მისი ყვე­ლა­ზე დიდი შემ­ფა­სე­ბე­ლია. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ხში­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. მა­გა­ლი­თად, ვა­ჟის, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვისმან კაბა დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს­თან შე­ი­კე­რა.AMBEBI.GE დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს ესა­უბ­რა:
"ჩემი და ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ ზა­ფხულს შედ­გა. ის ჩვენ­თან თაკო ჩხე­ი­ძის რე­კო­მენ­და­ცი­ით მო­ვი­და და შვი­ლის - თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვის სა­მო­სი შე­ი­კე­რა. მის­მა ვაჟ­მა ქორ­წი­ლი ყაზ­ბეგ­ში გა­და­ი­ხა­და, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს უშუ­ა­ლოდ ქორ­წი­ლის დღის­თვის კაბა შე­ვუ­კე­რეთ, მე­ო­რე დღის­თვის სა­მე­უ­ლი შევ­ქმე­ნით.სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ჩემ­თვის მას­თან მუ­შა­ო­ბა. ის კი არ შევ­ქმე­ნით რაც მას უნ­დო­და, ჩემი 2018 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან შე­ვარ­ჩი­ეთ მის­თვის შე­სა­ფე­რი­სი კოს­ტი­უ­მე­ბი და შევ­კე­რეთ. დი­ზა­ი­ნე­რის­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. დრო­უ­ლად მო­დი­ო­და ე.წ. "პრი­მერ­კა­ზე", გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და უშუ­ა­ლო მან­დი­ლო­სა­ნია.
- აშ­კა­რაა რომ ნაკ­ლე­ბად უყ­ვარს შავი და უფრო მკვეთრ ფე­რებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას...
- პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყვი იმას, რომ ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მან­დი­ლო­სა­ნია. ქარ­თველ ქა­ლებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვთ და ასეა ეს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს შემ­თხვე­ვა­შიც. ფე­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, მას სა­ოც­რად უხ­დე­ბა ყვი­თე­ლი ფერი, როცა ჩვენს მიერ შე­კე­რი­ლი ყვი­თე­ლი კოს­ტი­უ­მი ჩა­იც­ვა, ისე მო­უხ­და, ვკი­ო­დით. ულა­მა­ზე­სი იყო.მას შემ­დეგ მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღარ მქო­ნია, თუმ­ცა რო­გორც ვიცი, ახლა უფრო აქ­ტი­უ­რად აპი­რებს ქარ­თველ დი­ზი­ა­ნე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და მე რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რი ვურ­ჩევ, ხში­რად ჩა­იც­ვას ქარ­თუ­ლი ბრენ­დე­ბი, რაც ჩვენ­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა. პო­ლი­ტი­კა და ჩაც­მა ერ­თად, რთუ­ლია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში გაგ­ვი­მარ­თლა - დახ­ვე­წი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს.
კი­დევ ერთი დი­ზი­ა­ნე­რი, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პი­რა­დად იც­ნობს, მაკა ასა­თი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეა. ისე­ვე რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეც საფ­რან­გეთ­ში - ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და და ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ იქ გა­იც­ნეს.დღეს ჯაბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ყო­ველ­თვის იგ­რძნო­ბა ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი ნა­ზა­ვი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ბა­ი­ე­რებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს და ვარ­სკვლა­ვებს აღაფრ­თო­ვა­ნებს. ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის სა­მო­სი არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა ქალ­მა მო­ირ­გო, მათ შო­რის არის ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი და ად­რი­ა­ნა ლიმა.წლე­ბის შემ­დეგ, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე­ზე კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა. რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ის სწო­რედ ჯა­ბას მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სით წარ­სდგე­ბა ხალ­ხის წი­ნა­შე. კა­ბის ბოლო დე­ტა­ლე­ბი ახლა სრულ­დე­ბა და უფრო და­ზუს­ტე­ბით ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თა­ვად ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე ესა­უბ­რა.
- ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ. ისე­ვე რო­გორც მისი ოჯა­ხი, ჩემი ოჯა­ხიც საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­შია და ჩვენც იქე­დან ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. მგო­ნი 17 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად შე­ვუ­კე­რე კაბა. შავი, ლა­მა­ზი კაბა იყო, მაგ­რამ რო­მე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის შე­ვუ­კე­რე არ მახ­სოვს. ახლა რო­მელ კა­ბა­საც ვუ­კე­რავ, სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტის­თვის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე კა­ბას მე შევ­ქმნი.
ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის ჩვე­ნე­ბა Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ზეთქვენს კო­ლექ­ცი­ა­ში ყო­ველ­თვის შე­სამ­ჩნე­ვია დახ­ვე­წი­ლო­ბა და შთამ­ბეჭ­და­ვი დე­ტა­ლე­ბი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კა­ბაც ასე­თი იქ­ნე­ბა?
- კი ასე­თი იქ­ნე­ბა. ჩემ­თვის თა­ვა­დაც ასეთ ენერ­გი­ას გა­მო­ყოფს და ორ­მა­გად მსი­ა­მოვ­ნებს მას­თან მუ­შა­ო­ბა. კა­ბას ახლა ვქმნით და სა­ბო­ლო­ოდ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე იხი­ლავთ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც იცის რა უნდა, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია და სა­სი­ა­მოვ­ნოა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.
- ხში­რად ახერ­ხებს ე.წ. პრი­მერ­კა­ზე მოს­ვლას?
- ხში­რად ვერ მო­დის, რო­გორ უნდა მო­ვი­დეს? ამ დღე­ებ­ში დას­რულ­დე­ბა კა­ბა­ზე სა­ბო­ლოო მუ­შა­ო­ბა. პრე­ტენ­ზი­უ­ლი არ არის და ჩვე­ნი აზ­რე­ბი ყო­ველ­თვის ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment