Monday, December 17, 2018

2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 56.4 ლარით გაიზარდა


საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 56.4 ლარით გაიზარდა. ყველაზე მარალი ხელფასი კვლავ საფინანსო სექტორშია.
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარით გაიზარდა და 1125.5 ლარი შეადგინა. 2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2354.3 ლარი (წლიური ზრდა 26.5 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1867.9 ლარი (წლიური ზრდა 8.6 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1785.0 ლარი (წლიური ზრდა 18.0 პროცენტი).
2018 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 851.9 ლარით, ხოლო კაცების - 1360.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 42.5 და 66.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2018 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1186.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 43.2 ლარი). საქმიანობების სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2186.0 ლარი, წლიური ზრდა 10.9 პროცენტი), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1811.4 ლარი, წლიური ზრდა 19.5 პროცენტი) დარგებში ფიქსირდება:2018 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 76.8 ლარით და 1019.5 ლარს შეადგენს. 
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment