Sunday, December 16, 2018

ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ

ველისციხეში ვითარება დაიძაბა. ამ დრომდე ადგილზე მობილებული რჩება პოლიცია. აქციაზე შეხლა-შემოხლაა. 
ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. მათ რამდენიმე მეტრით წინაც გაიწიეს.
გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს.
მმართველი გუნდი ნაციონალურ მოძრაობას ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შეეძლოთ დასწრებოდნენ ინაუგურაციას ნაცვლდ იმისა, რომ შუბლი მიედოთ პოლიციელებისთვის.
თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment