Sunday, December 2, 2018

თბილისი პარიზის დეკლარაციას შეუერთდა

1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, თბილისში ხელი მოეწერა პარიზის დეკლარაციას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აივ/შიდსის ერთიანი პროგრამის (UNAIDS) წარმომადგენელმა ლევ ზოგრაბიანმა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე მსოფლიოში 1 დეკემბერს აღინიშნება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment