Monday, December 3, 2018

ირაკლი კობახიძე: ნაციონალური მოძრაობა ანტისახელმწიფოებრივია

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივია და ასეთი იყო ის მათი მმართველობის 9 წლის განმავლობაშიც. კობახიძის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ანტისახელმწიფოებრივ ძალას "ქართული ოცნება" სახელმწიფოებრივი მიდგომებით დაუპირისპირდება. მან ასევე კომენტარი გააკეთა მმართველ ძალასა და კრიმინალურ სამყაროს შორის ე.წ. ურთიერთობაზეც, რომელზეც ოპოზიცია აპელირებს ხოლმე. ირაკლი კობაძემ ამას სპეკულაცია უწოდა, რომელსაც საფუძველი არ აქვს.
"მათ უნდათ რაღაცნაირად შექმნან დესტაბილიზაციის მცდელობა. თუმცა, არანაირი პერსპექტივა დესტაბილიზაციის საქართველოში არ არის. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად. რა თქმა უნდა, არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის" სახით, რომელიც თავისი შინაარსით არის ანტისახელმწოფოებრივი. ეს ძალა იყო ანტისახელმწიფოებრივი 9 წლის განმავლობაში, როცა იყო ხელისუფლების სათავეში. ის არის ანტისახელმწიფოებრივი ამ 6 წლის განმავლობაში. ანტისახელმწიფოებრივ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ზუსტად ამ მიდგომით დავუპირისპირდებით ყველაფერს, რასაც ისინი განიზრახავენ. "ქართული ოცნების" მხრიდან იქნება ასეთი დამოკიდებულება",- განაცხადა კობახიძემ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment