Saturday, December 15, 2018

თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია გაიმართა

კახეთში, თელავში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია დასრულდა. 
რეპეტიცია დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. მასში საჯარისო დანაყოფების, სპეცრაზმის წარმომადგენლები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. შესრულდა ეროვნული ჰიმნი და მრავალჟამიერი. 
მედიის წარმომადგენლებს ადგილზე ვიდეოგადაღების უფლება არ ჰქონდათ. 
ტერიტორიაზე კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები და წესრიგდება ინფრასტრუქტურა 16 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებისთვის. 
ხვალ დილიდან თელავის ცენტრში გადაადგილება შეიზღუდება. ღონისძიებები მხოლოდ თელავში გაიმართება. რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების შემდეგ კი მოწვეული სტუმრები წინანდლის ნაცვლად თელავის თეატრში გადაინაცვლებენ, სადაც საზეიმო მიღება დაიწყება.
ხვალ თელავში 50 ქვეყნის 150 წარმომადგენელს ელოდებიან, მათ შორის იქნებიან პარლამენტის სპიკერები, ვიცეპრემიერები , მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.
ინაუგურაციის დღეს სტუმრები ანსამბლ „რუსთავის“, „ერისიონისა“ და ქართული ხმების შესრულებით კახურ მრავალჟამიერსაც მოისმენენ. აჟღერდება სახელმწიფო ჰიმნი.
ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთს  გაგრძელდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment