ქუთაისში ქარის სიჩქარემ იკლო.
ბოლო ორი დღეა, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია. ქარმა დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში სახლებს სახურავები გადახადა, მრავალწლოვანი ხეები და გარეგანათების ბოძები მოგლიჯა. ქარის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 3 დეკემბრიდან გამოიდარებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment