Thursday, August 22, 2019

ქართველი დედები და მათი შვილები, რომლებიც დედმამიშვილებს უფრო გვანან - "როცა ქუჩაში დედას მეძახიან, გაოცებულ სახეებს ვხედავ"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერთ-ერთ ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნონა გი­უ­ნაშ­ვილ­მა შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. დედა-შვი­ლი დებს უფრო გვა­ნან და მათი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბა ნამ­დვი­ლად გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"აბა, ახალ­გაზ­რდა დე­დე­ბი და­მე­ნა­ხეთ უფ­როს შვი­ლებ­თან ერ­თად, ვინც დებს, და-ძმებს გავ­ხართ. ამ სუ­რათ­ზე მე და ჩემი გოგო ვართ და ყვე­ლას დები ვგო­ნი­ვართ... რა­ღაც და­დე­ბი­თი მა­ინც აქვს ამ ნა­ად­რევ დე­დო­ბას" - წერ­და ნონა გი­უ­ნაშ­ვი­ლი. პოსტს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და ბევ­რმა დე­დამ გა­ა­ზი­ა­რა შვი­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი.
AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე მათ­განს და­უ­კავ­შირ­და და დღეს გა­გაც­ნობთ 11 ქალს, რომ­ლე­ბიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­ში არი­ან და გა­რეგ­ნო­ბით შვი­ლებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან. დე­დებ­სა და შვი­ლებს შო­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი თით­ქმის წაშ­ლი­ლია და დედ­მა­მიშ­ვი­ლებს უფრო გვა­ნან. ბევ­რმა ქალ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ნა­ად­რე­ვად შექ­მნა ოჯა­ხი, ახლა ამას არას­წო­რად მი­იჩ­ნე­ვენ და შვი­ლებ­საც ურ­ჩე­ვენ გა­აზ­რე­ბულ ასაკ­ში მი­ი­ღონ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.
ნონა გი­უ­ნაშ­ვი­ლი: "34 წლის ვარ, სამი შვი­ლის დედა. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი გიგა 17 წლი­საა, გვან­ცა 16-ის და ნიცა კი - ექ­ვსის. 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა დედა გავ­ხდი. მო­მი­ტა­ცეს... მა­შინ ასეც ხდე­ბო­და და სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტა­რა ასაკ­ში გო­გო­ნას გა­თხო­ვე­ბა არა­ვის უკ­ვირ­და. აქვე მინ­და ისიც და­ვა­ფიქ­სი­რო, რომ ნა­ად­რე­ვად ოჯა­ხის შექ­მნა არ არის კარ­გი. ძნე­ლია, რო­დე­საც არ ხარ მზად დე­დო­ბის­თვის...
მე გა­მოვ­ტო­ვე ბავ­შვო­ბის ლაღი წლე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ხომ აქვს რა­ღაც და­დე­ბი­თი? ვუ­ყუ­რებ ჩემს შვი­ლებს და არ მჯე­რა, რომ მე გა­ვა­ჩი­ნე, ისე­თი დი­დე­ბი არი­ან, მე­გობ­რე­ბი­ვით ვართ. რო­დე­საც შვი­ლებ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში გავ­დი­ვარ და დე­დას მე­ძა­ხი­ან, გა­ო­ცე­ბულ სა­ხე­ებს ვხე­დავ, ამა­ზე მე­ღი­მე­ბა, ყვე­ლას და-ძმე­ბი ვგო­ნი­ვართ.
მე­უბ­ნე­ბი­ან რომ ასაკ­თან შე­და­რე­ბით უფრო პა­ტა­რა შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს და ვერ იჯე­რე­ბენ, რომ ეს დიდი ბიჭი და გოგო ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რა არ ჩა­მი­ტა­რე­ბია, არც ძვი­რა­დღი­რე­ბულ პარ­ფი­უ­მე­რი­ას ვხმა­რობ - მომ­წონს ბუ­ნებ­რი­ვო­ბა და თმა­საც არ ვი­ღე­ბავ. გა­მი­მარ­თლა, რომ მიდ­რე­კი­ლე­ბა არ მაქვს სიმ­სუქ­ნის­კენ. მე და გვან­ცა ხან ერ­თად გავ­დი­ვართ გა­სარ­თო­ბად ბარ­ში და ვამ­ბობთ, რომ დები ვართ. მერე ბევ­რს ვი­ცი­ნით და ვხა­ლი­სობთ ამა­ზე, ვჭო­რა­ობთ, ვგი­ჟობთ. დღეს მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ... რთუ­ლია ჩემი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ"
მერი ბეგ­ლა­რიშ­ვი­ლი: "22 წლის ვი­ყა­ვი ზუკა რომ გა­ვა­ჩი­ნე, ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი. ფაქ­ტი­უ­რად ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ და დღეს ძა­ლი­ან ახლო და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ჩემი მე­სა­ი­დუმ­ლეა და ასე­ვე ვარ მეც მის­თვის, ყვე­ლას და-ძმა ვგო­ნი­ვართ. თუმ­ცა, ეს არ მიშ­ლის ხელს, ამავდრო­უ­ლად მისი დედა ვიყო, მრჩე­ვე­ლი, მი­მარ­თუ­ლე­ბის მიმ­ცე­მი.
ზუ­კას შემ­დეგ კი­დევ ორი შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა. პა­ტა­რე­ბი ბაღ­ში და­დი­ოდ­ნენ აქამ­დე, ახლა შუ­ა­თა­ნა - გო­გო­ნა სკო­ლა­ში მი­დის. მარ­ტო ვცხოვ­რობთ და ბავ­შვე­ბის მოვ­ლაც მე მი­წევს, სახ­ლის საქ­მეც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, რაც დი­ა­სახ­ლისს ევა­ლე­ბა. ბავ­შვე­ბის მოვ­ლა-აღ­ზრდა­ში მე­უღ­ლე და მისი მშობ­ლე­ბიც დიდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ.
შვი­ლე­ბის მოვ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ და სხვა­ნა­ი­რად ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია. ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ ბან­კში კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის მე­ნე­ჯე­რად. ზო­გა­დად, სა­ბან­კო სფე­რო­ში უკვე 15 წე­ლია ვარ. მე­უღ­ლეც ბან­კში მუ­შა­ობს და ჩვე­ნი უფ­რო­სი ვაჟი კი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთ კა­ფე­ში მუ­შა­ობს.
რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, თა­ვის მოვ­ლის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხერ­ხე­ბი არ მაქვს, არც არა­ნა­ი­რი ოპე­რა­ცია და პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­მი­ტა­რე­ბია. უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ ვი­ვარ­ჯი­შო და წონა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო, არ მო­ვი­მა­ტო".
ეკა­ტე­რი­ნე გე­ლაშ­ვი­ლი: "17 წლის ვი­ყა­ვი, როცა შვი­ლი - მე­რა­ბი გი­გო­ლაშ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. მა­შინ მე თვი­თონ ბავ­შვი ვი­ყა­ვი... სა­ო­ცა­რი მე­გობ­რო­ბა გვაქვს მე და ჩემს შვილს, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ... გა­რეთ რომ გავ­დი­ო­დით სა­სე­ირ­ნოდ და "დეეს" და­მი­ძა­ხებ­და, ხალ­ხის რე­აქ­ცი­ას ვგრძნობ­დი, ისე უკ­ვირ­დათ. მე­რაბ­მა სკო­ლა რომ და­ამ­თავ­რა და ბან­კეტ­ზე მი­ვე­დი, გი­გო­ლაშ­ვი­ლის დედა სად არი­სო, მე­ძებ­დნენ, დას­თან ერ­თად რა­ტომ მო­ვი­დაო.
ჩემი შვი­ლის ოც­ნე­ბაა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნორჩ დი­ნა­მო­ში თა­მა­შობ­და და როცა მივ­ხვდი, რომ უფრო მეტი უნ­დო­და, 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში მად­რიდ­ში წა­ვიყ­ვა­ნე, იქ რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სპორ­ტუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა. ეს იყო უბედ­ნი­ე­რე­სი წუ­თე­ბი მის­თვი­საც და ჩემ­თვი­საც!
ერთი შვი­ლი მყავს და ძა­ლი­ან მი­ჭირს მის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ახლა მის­თვის ასე უკე­თე­სია. მე­რა­ბის სურ­ვი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დეს, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი"
ნინო ღა­რი­ბაშ­ვი­ლი: "ზუს­ტად 18 წლის შევ­სრულ­დი და გი­გიც მო­ევ­ლი­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბას. ხში­რად მას­თან ერ­თა­დაც კი მი­ტი­რია ღამე, რომ ვერ ვი­გებ­დი რა­ტომ ტი­რო­და... მერე ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვი­ეთ ერ­თმა­ნეთს. ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვი იყო, მახ­სოვს სი­ა­რუ­ლი რომ და­ი­წყო, იმ დღის მერე სახ­ლში სკა­მე­ბი მა­გი­და­ზე გვე­წყო. იგის გარ­და კი­დევ ერთი, უმ­ცრო­სი ვაჟი მყავს.
ambebi.ge

1 comment:

  1. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ გამიზიარეს ჩემი გამოცდილება, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას ვტყუობდი, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი დადო და ქმარი 24 საათის განმავლობაში დაბრუნდა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete