Tuesday, August 20, 2019

ცხინვალის რეჟიმი საქართველოს დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოს დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 17 აგვისტოს სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის სამართალდამცველებმა დააკავეს სოფლების ახალუბანის, მეჯვრისხევისა და აძვის მკვიდრები, საქართველოს 8 მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ზურაბ გერკეული, 1984 წელს დაბადებული ილია მიგრიჯანაშვილი, 1987 წელს დაბადებული იაკობ ვარდანოშვილი, 1994 წელს დაბადებული ლაშა გერკეული, 1988 წელს დაბადებული ილია ბაინდურაშვილი, 1989 წელს დაბადებული გიორგი ნასყიდაშვილი, 2000 წელს დაბადებული ოთარ ელიაური და 1987 წელს დაბადებული სოსო დვალიშვილი.  ცხინვალის სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმის გადახდის შემდეგ დაკავებულები ქართულ მხარეს გადაეცა“, - ნათქვამია დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
17 აგვისტოს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ ახალუბნის მკვიდრი 7 მოქალაქე მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი სასაფლაოდან ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. ის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment