აჭარის ტელევიზიის დირექტორს დღეს აირჩევენ. კონკურსი მესამედ გამოცხადდა და ის ამჯერად დირექტორობის მსურველთა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
საკონკურსო პროცესს ერთი კანდიდატი შოთა ზოიძე გამოეთიშა. პროცესს უნდობლობა გამოუცხადა ამავე ტელევიზიის თანამშრომელმა ფირუზ ბოლქვაძემ. მან აჭარის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, ბორდი დაითხოვოს.
ერთ-ერთმა კანდიდატმა მერაბ წულუკიძემ კი პროცეს კომიკური უწოდა და საკუთარი ხედვა და კონცეფცია ბორდს მესამედ აღარ წარუდგინა.
წულუკიძე წინა ორ კონკურსშიც მონაწილეობდა. მან ორივეჯერ 2 ხმა მიიღო. აჭარის ტელევიზიის დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, ბორდმა ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადაყენა. ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment