გუგუტიანთკარში ოკუპანტების მიერ ხელოვნური ბარიერების აგების პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. ოკუპანტებმა გუგუტიანთკარი გუშინ საღამოს დატოვეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ხელოვნური ბარიერის აღმართვა და გამყოფი ხაზის მოწყობის სამუშაოები გუშინ იქ 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივთა საკარმიდამო ნაკვეთებში ოკუპანტებმა დაახლოებით 100 მეტრის სიგრძეზე საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს, რომელზეც მოგვიანებით სავარაუდოდ რკინის ღობეს გააკეთებენ.
რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთს, - წერია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ქვეყნდება საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით.
სასოფლო-სამეურნეო მიწებთან ერთად, საოკუპაციო ხაზს მიღმა 2 საცხოვრებელი სახლი მოექცა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს.
15 აგვისტოს სოფელში მიმდინარე უკანონო სამუშაოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა. 6 ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი არსებულ სიტუაციას ადგილზე გუშინ გაეცნენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment