აფხაზეთის მთიანი სოფელი აიბღა რუსეთის რეესტრის ბაზაში შეიყვანეს, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი კრასნოდარის მხარეში. ეს ტერიტორია საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს, გაგრის რაიონს ეკუთვნის და რუსეთ-საქართველოს შორის წლების განმავლობაში სადავო იყო.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ფედერაციის საკადასტრო დოკუმენტებში სოფელ აიბღასთან დაკავშირებით მონაცემები შესულია პირველ ჯერზე 2002, შემდგომ კი 2009 წელს.
„სამწუხაროდ მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს არ მოჰყვა არანაირი რეაგირება. სამართლებრივ შეფასებას რაც შეეხება, ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება, ისევე, როგორც სხვა მსგავსი ნაბიჯები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიის პროცესისა და სხვა უკანონო მოქმედებების გაგრძელებას.
არსებობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და მათი უპატივცემულობა რუსეთის მიერ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ოკუპაციის პირობებში ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ნებისმიერ შეთანხმებას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment