Tuesday, August 20, 2019

სააკაშვილმა „კურიერისთვის“ განკუთვნილი ტექსტი შეცდომით "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკზე“ შემთხვევით გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის ეთერისთვის იყო განკუთვნილი.



მიხეილ სააკაშვილი "ვარშავის გეგმის" პირველ 5 ნაბიჯზე წერს, რომელსაც საქართველოს წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბება უნდა მოჰყვეს.
ტექსტს ბოლოში ასეთი მინაწერი აქვს:
"ეს ტექსტი. ან ამ ზომის. ან საქართველოში აუცილებლად უნდა გათენდეს. შუაში არ ჩავამატეთ კადრი რადგან გადატვირთვა გამოდის. წინ გავუკეთეთ ვიდეოს დაწყება სტანდარტული. ნოდარის მივცემ 9 იანისთვის“.

სავარაუდოდ 9-იანში იგულისხმებოდა "კურიერის" ცხრა საათიანი გამოშვება, ხოლო ნოდარში, რუსთავი-2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და წამყვანი ნოდარ მელაძე.

მოგვიანებით სააკაშვილმა ტექსტი ჩაასწორარომელიც youtube-ზე განთავსებულ ვიდეოს ადევს ანოტაციად .
intermedia.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment