15-16 აგვისტოს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში
ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით,- ამის
შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს
გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ
განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დღეებში, როგორც დასავლეთ, ასევე
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია +29-34 გრადუსი სითბო. 15 აგვისტოს
თბილისში +34 გრადუსს პროგნოზირებენ, ხოლო 16 აგვისტოს +32 გრადუსი იქნება.
რაც
შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, 13-14 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ
რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. 13-14 აგვისტოს თბილისში
+36 გრადუსია მოსალოდნელი. ამავე დღეებში, დასავლეთ საქართველოში
ტემპერატურა +33-38 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, აღმოსავლეთ
საქართველოში კი +32-37 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, 13-14 აგვისტოს მოსალოდნელია +32-34 გრადუსი სითბო, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით.
ipn.ge
No comments:
Post a Comment