გამოცდების ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელის მაინა მიმინოშვილის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში
აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, 27 აგვისტოს
გახდება ცნობილი. ამის შესახებ სააგენტო ipn.ge წერს.
“27 აგვისტოს სავარაუდოდ ჩარიცხვის და საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები გვექნება. გუშინ დაიწყო ნაშრომების გასწორება, 1900-ზე ოდნავ მეტია ჯამური რაოდენობა ყველა საგანში. ეს ნამდვილად არ არის ბევრი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაქსიმუმ 10 დღეში დასრულდება ნაშრომების გასწორება. შემდეგ ჩვენ გვჭირდება რამდენიმე დღე ჩარიცხვებამდე, რადგან კონკრეტული ინფორმაცია უნდა მივიღოთ აკრედიტაციის ცენტრისგან, ვინ მიიღო ადრე გრანტი და ვინ უნდა ამოვიღიოთ საგრანტო კონკურსიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩარიცხვას 27 აგვისტოსთვის გამოვაცხადებთ”, - განაცხადა მიმინოშვილმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. საქართველოს მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობდა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment