‼️
მორიგი ცვლილებები განხორციელდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში:
➡️ 1. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 3 თვით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების თხოვნით. მოსამზადებელ ვიზიტს აქვს საკონსულტაციო ხასიათი და შეეხება: ა) თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას; ბ) საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას; გ) ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტებას;
➡️ 2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში უსდ-ს ავტორიზაციის პროცესში სავალდებულო გახდა საერთაშორისო ექსპერტისა და სტუდენტის მონაწილეობა;
➡️ 3. განახლდა აკრედიტაციის პროცესი, დაემატა მნიშვნელოვანი ეტაპები;
➡️ 4. სტუდენტის მონაწილეობა სააკრედიტაციო ვიზიტებში გახდა სავალდებულო;
➡️ 5. განისაზღვრა უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების წესი;
➡️ 6. განისაზღვრა აკრედიტებულ პროგრამაში სააკრედიტაციო პერიოდში განსახორციელებელი ცვლილებების ფარგლები.
დოკუმენტები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:

„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყარო
წყარო
No comments:
Post a Comment