Saturday, August 19, 2017

ბათუმში 5 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში 5 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მცირეწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გადაიყვანა. როგორც სასწრაფო დახმარების ექიმებმა განაცხადეს, ბავშვს დაჟეჟილობები აღენიშნება.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment