სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ნიკა კოდუა წერს, რომ ბორჯომის ხეობაში მოხალისედ იყო წასული.
კოდუა ამართლებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მოხალისეების მიღება არ სურთ. მისი თქმით, ხანძრის ეპიცენტრში ისეთი რთული ვითარებაა, რომ იქ ასული ყოველი მოხალისე მსხვერპლია.
როგორც კოდუა ყვება, მთა მთლიანად მდელოდაა ქცეული და იქ ასვლა დიდი საფრთხის შემცველია.
“მოკლედ ბორჯომიდან ჩამოვედი ამ წამს მოხალისედ ვიყავი წასული 6 ჩემთვის უცნობ ადამიან, მაგრამ ძალიან მაგარ ქართველ ვაჟკაცთან ერთად. ხოდა ვისაც გიწერიათ სტატუსზე “მოხალისებს არ გვიშვებენ, დებილები არიანო ჩვენით უნდა მივხედოთ ბორჯომსო, ჩამოდით ყველაო” ღირსები ხართ სულყველას მოგცენ ლაფატკა ხელში და გაგიშვან ზემოთ კერა ჩააქრეო…..ვიყავით ზემოთ ასული ძალიან დიდი ხვეწნა მუდარის და რამე მაინც გაგვაკეთებინეთ, თბილისიდან ჩამოვედით მონაწილეობის მიღება გვინდა რაღაცით მაინც რო დაგეხმაროთ – ძახილის შემდეგ, ყველა სრულწლოვანი ვართ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლების შემდეგ, ვერა და ვერ რო ვერ მოგვიშორეს თავიდან, კარგი წყალი უნდა ავუტანოთო და თქვენც წამოხვალთო.რამდენიმე სამხედროსთან ერთად ავედით მთაზე სადაც კერას აქრობენ განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის ბიჭები (გ.დ.დ) წყლის ასატანად. იქ ისეთი რაღაც ხდება ზემოთ არც ჯობს რომ ნახოთ. ამ რაღაც სურათებს რო უყურებთ ფბ-ზე დაბლობზე გადაღებულს სადაც მორი ჩამოგორდა და ვიღაცები ლაივებს რთავენ არის უბრალოდ მათხოვრული პიარის ასამაღლებელი შეთითხნილი სურათები და ვიდეოები. ვითომ გმირობანას თამაში და არიქა ყველა ჩამოდით ერთად დავდგეთო….რეალური სურათი სულ სხვააა… ადგილი რომელიც არის ეპიცენტრი არის მთა და ის არის მთლიანად მდელოდ ქცეული, არ არის არანაირი ხე დარჩენილი რო ხელით მოეჭიდო თუ დაგიცურდა ფეხი, დაცურების შანსი არის დიდი რადგან 100 გრადუსიანია მთა (დილეტანტური შეფასებით) და ქვიშა სრიალებს. დგას საშინელი კვამლი და ამ კვამლს ქარი ამოძრავებს წინ და უკან.ნებისმიერი მოხალისე პოტენციალური მსხვერპლია”, – წერს კოდუა.
ბორჯომიდან ჩამოსული მოხალისე დასძენს, რომ ხანძრის ადგილზე მოხალისეები ვერავის დაეხმარებიან, პირიქით…
კოდუა წერს, რომ ესმის იმ ადამიანების, ვინც ადგილზე ვერ ჩერდება, თუმცა ნანახიდან გამომდინარე მათ ბორჯომში ჩასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ის ასევე წერს, მეხანძრე-მაშველების თავდაუზოგავ მუშაობასა და თავგანწირვაზე.
fortuna.ge“იქ ვერავის დაეხმარებით, მარტო ხელს შეუშლით ნუ აყვებით ფსევდოპატრიოტულ შეძახილებს… ვერც ლაფატკას მოიქნევთ, ვერც საჭმელს აიტანთ, ვერაფერს ვერ იზამთ იმიტომ რომ არ გამოდის, არ ხერხდება. რასაც იზამთ ეს არის – შეუშლით ხელს ისე როგორც შევუშალე პირადად მე, იმიტომ რომ მოხალისების ადგილი ზემოთ არ არის!! … არავის იქ არ აგიშვებენ და ამით თქვენ გიცავენ, გაიგეთ როგორმე. არ არი საჭირო ამდენი აგრესიული სტატუსი. მობილიზებული ყავთ ყველაფერი რაც გააჩნია ამ ქვეყანას, თავს ზემოთ ძალა არ არის. რასაც კი წარმოიდგენთ, რაც კი რამე დეპარტამენტი გაგიგიათ რაც გვყავს ყველაფერი იქააა, მზადყოფნაშია ჯარიც.არ სჭირდებათ მოხალისები, რომლებიც ქმნიან მხოლოდ დაბრკოლებებს. ვინც მთაზეა ასული და კერას აქრობს არის ყველა გმირი. თითოეულ მათგანს მე პირადად მივიჩნევ ამ ქვეყნის გმირად.ეს ბიჭები ძალიან დიდ კვამლში, რომელიც რას შვება თეორიულად მაინც ხო იცით, მშიერ მწყურვალი ამ სიცხეში ურტყამენ ლაფატკას ცეცხლს რომ ჩაქვრეს და დგანან მთაზე რომლიდანაც შეიძლება ფეხი დაუცურდეთ და ნუ გაუხდით კიდევ ზედმეტ საზრუნავს თქვენ თავებს..დამიჯერეთ, ზემოთ ხდება საშინელება და მოხალისეებს გირჩევთ ჩამოხვიდეთ თბილისში და აცადოთ კომპეტენტურ ხალხს მუშაობა. თვალი ადევნოთ მოვლენების განვითარებას და დაელოდოთ შედეგს. ძნელია მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მეორე ასვლის მოლოდინში ვისხედით და ვუცდიდით ბრაძნებას, რომ ისევ აგვიშვებდნენ წყლის ასატანად ან რამე მსგავსის, მაგრამ ქარმა დაუბერა და თავიდან გააჩინა ცეცხლი, კვამლი მოედო ყველაფერს და ამ ყველაფერმა გამოიწვია ერთი ეკიპაჟის მთაში დატოვება რადგან ვერაფერს ვეღარ ხედავდნენ. წარმოიდგინეთ ახლა ეკიპაჟის მაგივრად რომ მოხალისეთა ჯგუფის ლოკაციაზე დაუბეროს ქარმა, ეგრევე გვაქვს მსხვერპლი იმიტომ რომ დაცურდებით მთიდან…არაადამიანურად ცხელა და ჭირს იქ მთაზე წონასწორობის შენარჩუნება მოხალისესთვის კვამლში, როცა არ ხარ მჩვეული მთაზე ძრომიალს მითუმეთეს ასეთ პირობებში. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფიც აღარ აუშვეს, რადგან იყო უკიდურესად საშიში. უბრალოდ კომპიუტერიდან გიძნელდებათ წარმოდგენა რას ნიშნავს მაგ სიმახლეზე კვამლში დგომა, არც პირბადე გიშველით არც ბენდენა არც კაშნე და არც არაფერი. მაგრამ შორიდან ძნელია ამის გააზრება და პატრიოტიზმიც ჰყივის მაგიტომ ხართ ასე მონდომებული ასვლაზე, მესმის და ზუსტად ასე ვიყავი მეც… “, – წერს ნიკა კოდუა სოციალურ ქსელში.
No comments:
Post a Comment