Tuesday, August 29, 2017

ხელოვნური რეზერვუარი და ტბა ნაპირებიდან გადმოდის

წყლის ხელოვნური რეზერვუარი, რომელიც ტეხასის შტატში, ქალაქ ჰიუსტონიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, გადაივსო და არსებობს საშიშროება, რომ ირგვლივ მდებარე დასახლებები დატბოროს. 

„ფოქსნიუსის“ ინფორმაციით, წყალი 36 მეტრის სიმაღლის მქონე კაშხალიდან უკვე გადმოდის. მსგავსი ფაქტი არასოდეს დაფიქსირებულა, - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი. თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს და წყალი მაღლა ეტაპობრივად იწევს. 
ამავდროულად, მეზობელ ოლქში - ბრაზორიაში ტბა კოლამბია გადმოვიდა. ამასთან დაკაშირებით ხელისუფლებამ მოსახლეობას სანაპირო ზოლის დატოვებისკენ მოუწოდა.

ტეხასის შტატს ძლიერი ქარიშხალი „ჰარვი“ შაბათს დაატყდა თავს, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. ამ დროისთვის სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა. 

ქალაქ ჰიუსტონის მერის სილვესტერ თერნერის თქმით, დროებითი განთავსების ცენტრებსა და თავშესაფრებში, ამ დროისთვის, ექვსი ათასზე მეტი ადამიანია განთავსებული.
ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment