საქართველოს
საკალათბურთო ნაკრები “აკროპოლისის თასის” გამარჯვებულია. ილიას ზუროსის
გუნდმა ათენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონობა ვადაზე ადრე
მოიპოვა.
ქართველმა
კალათბურთელებმა საბერძნეთის დამარცხების შემდეგ სერბეთს 68:66 მოუგეს.
მეორე ტურის დასკვნით შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებმა კი იტალიას
ოვერტაიმში 73-70 სძლია.
ამ შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „აკროპოლისის თასის“ გამრჯვებული გახდა.
საქართველოსა და სერბეთის დაპირისპირებაში ყველაზე შედეგიანი 21 ქულით, 14 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით თორნიკე შენგელია იყო.
საქართველოს
ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ტურნირის ბოლო შეხვედრას დღეს იტალიის
ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19 საათსა და 45 წუთზე
დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი
შემოგთავაზებთ.
1tv.ge
No comments:
Post a Comment