ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის – 25 ლარი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის – 40 ლარი;
გ)უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარებისას 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი;
დ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარებისას 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი;
ე) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისათვის – 70 ლარი;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისას წინასწარი თანხმობის მიღებისათვის – 25 ლარი;
ზ) ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების განათლების აღიარებისათვის – 40 ლარი.
ამასთან, საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანო , რომელსაც გააჩნია აღიარების ან ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილება და ითხოვს შესაბამისის საფასურის გადახდას, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ამ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამატებითი კონსულტაციების მისაღებად, გთხოვთ დარეკოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე (99532) 2 200220 (*3599) ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე : info@eqe.ge
eqe.ge
No comments:
Post a Comment