Tuesday, August 22, 2017

აჭარა-გურიის გზაზე მიკროავტობუსების შეჯახების შედეგად, 28 ადამიანი დაშავდა


28 ადამიანი დაშავდა აჭარა-გურიის გზაზე, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
დაშავებულები არიან ორივე მიკროავტობუსის მგზავრები. ისინი სხვადასხვა დაზიანებით ქობულეთის კლინიკებში არიან გადანაწილებულნი. ოთხი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment