პირველკლასელთა რეგისტრაცია კი უკვე დაიწყო.
საჯარო სკოლებში რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:
I ეტაპი: 2017 წლის 10 აპრილიდან - 24 აპრილის ჩათვლით
რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლაში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
- რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში
- რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია
- რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში
II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია2017 წლის 8 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით. I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში,რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
III ეტაპი: 2017 წლის 19 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
კერძო სკოლის პირველ კლასში, მოსწავლის რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა - 2017 წლის 10 აპრილიდან - 30 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება კერძო სკოლის მიერ.
2017-2018 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.
etaloni.ge
No comments:
Post a Comment