Thursday, April 27, 2017

მანქანის დაჯახების შედეგად სკოლაში მიმავალი ბავშვი გარდაიცვალა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მანქანის დაჯახების შედეგად 10 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი, სოფლის რწმუნებულზე დაყრდნობით კახეთიდან იუწყება, მე-4 კლასელი გოგონა სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი სოფელ ჯუმათის მცხოვრებია.
ipn.ge

No comments:

Post a Comment