"ბიზნესინსაიდერის" ცნობით, გეგმაზე მუშაობა კომპანიაში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
კონფერენციაზე მარკ ცუკერბერგმა უფრო დეტალურად განიხილა და გააორგმაგა განვითარების 10-წლიანი გეგმის მიზნები, რომლის შესახებაც პირველად 2016 წელს ისაუბრა. პრეზენტაცია ძირითადად, ასახავდა სოციალური ქსელის განვითარების სამ ეტაპს : 1. ტექნოლოგიურ განვითარებას. 2.პროდუქტის შექმნას, რომელიც დაეფუძნება ამ ტექნოლოგიებს. 3. ამ ყველაფრისთვის სისტემური სახის მიცემას, სადაც დეველოპერებს და სხვადასხვა კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ზემოხსენებული ტექნოლოგიები თავიანთი ბიზნესის შექმნისთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის დანერგვასაც ფეისბუქი აპირებს, არის ვირტუალური რეალობის სათვალე. მსგავსი გაჯეტი შექმნილია იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში დაიკავოს სმარტფონის, ტაბლეტის, ტელევიზორისა ან სხვა ნებისმიერი იმ მოწყობილობის ადგილი, რომელსაც მონიტორი აქვს.
ცუკერბერგის თქმით, ხელოვნური ინტელექტი იმდენად განვითარდება, რომ მომავალში, კომპიუტერებს ისევე მარტივად გავესაუბრებით, როგორც ახლა ჩვენს მეგობრებთან ვამყარებთ კომუნიკაციას.
გარდა ამისა, ვირტუალური სათვალის ტარებისას ყველას ექნება შესაძლებლობა დაბეჭდოს ტვინით ანუ რასაც გაიფიქრებს, ავტომატურად ტექსტად აქციოს. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მეშვეობით, სოციალური ქსელების მომხმარებლებს შეეძლებათ ვირტუალურად ”დრო გაატარონ” სხვა ადამიანებთან, რაც ამ ქსელების მოდელს საერთოდ ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შესაძლებლობა ამაღელვებლად ჟღერს, ის, თავის მხრივ, საკმაო საფრთხის ქვეშ აყენებს კლიენტის პირად მონაცემებს. ვინაიდან ფეისბუქს საშუალება ექნება გააკონტროლოს ყველაფერი, რასაც ის ისმენს, აკეთებს ან, თუნდაც, ფიქრობს.
როგორც ფეისბუქის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია Oculus -ის მთავარი მეცნიერი მაიკლ აბრაში ამბობს, არათუ 10, არამედ 5 წელი დარჩა მანამდე, სანამ სათვალე მასობრივი მოხმარების პროდუქტად იქცევა.

bpn.ge
No comments:
Post a Comment