Saturday, April 22, 2017

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, მძიმეწონოსანთა კატეგორიაში გამართული ქართული ფინალი, ადამ ოქრუაშვილსა და გურამ თუშიშვილს შორის (+100კგ), გურამ თუშიშვილის გამარჯვებით დასრულდა.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა, ამ ფინალით ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. მიმდინარე ევროპირველობაზე, საქართველომ მხოლოდ დღეს შეძლო მედლების მოპოვება. ამ ფინალამდე, ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მეჰდიევი დაამარცხა.
ipress.ge

No comments:

Post a Comment